იტალიაში მოურინიოს დაბრუნებას ვარაუდობენ

6-11-2016, 00:42

დღეს იტალიურ მედიაში საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც მოგეხსენებათ, "ინტერიდან" რამდენიმე დღის წინ დაითხოვეს პოსტიდან ჰოლანდიელი თავკაცი ფრანკ დე ბური და მისი შემცვლელი ჯერაც არ უპოვნიათ. გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, მილანური კლუბის ხელძღვანელობა 2017/18 წლების სეზონისათვის კლუბში მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს კანდიდატურას განიხილავს. წყაროს ცნობით, ჯერ-ჯერობით მხარეებს შორის მოლაპარაკება არ დაწყებულა, თუმცა დიდი ალბათობით, თუ პორტუგალიელ სპეციალისტს მანჩესტერ "იუნაიტედიდან" დაითხოვენ, იგი სწორედ მილანურ კლუბში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე ერთ დროს უკვე წვრთნიდა "ნერაძურის" და საკმაოდ დიდი წარმატებითაც. მან მილანურ გრანდს 2010 წელს 44 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოაგებინა ჩემპიონთა ლიგის ტიტული.

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით