"ინტერი" ახალ მწვრთნელს 48 საათში წარადგენს

8-11-2016, 14:32

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ მილანის "ინტერმა" მთავარი მწვრთნელი, ფრანკ დე ბური დაითხოვა და მას შემდეგ ეს პოსტი ვაკანტურია. დღეს კი "ნერაძურის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ უახლოეს 48 საათში კლუბი ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს.

ამ დრომდე ხსენებულ პოსტზე დანიშვნის მთავარ ფავორიტად ჯანფრანკო ძოლა, მარსელინიო და გუს ჰიდინკი მიიჩნეოდნენ. დღეს კი იტალიურ მედია ალაპარაკდა იმის შესახებ, რომ დიდი ალბათობით "ინტერს" რომის "ლაციოს" ყოფილი თავკაცი, პოლი წარუძღვება.

"გვსურს მოგახსენოთ, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს 48 საათში იქნება ცნობილი. გასულ დღეებში ჩვენ სხვადასხვა ვარიანტი განვიხილეთ და საბოლოო არჩევანი ერთ-ერთ მათგანზე შეჩერდა." - წერია მილანელთა ოფიციალურ განცხადებაში.


საინტერესო

  • Sandro23
  • 8 ნოემბერი 2016 15:52
ჰიდინკი კარგი ვარიანტია ამათთვის
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით