ხორვატიაში წარმოუდგენელი რეკორდი დამყარდა

8-11-2016, 22:07

გასულ უქმეებზე ხორვატიის ერთ-ერთ დაბალი ლიგაში, კერძოდ დაკოვო ლიგაში ჩატარდა შეხვედრა "ნც დაკოვოსა" და "ნკ ზრინკს" შორის, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 10:0 დამთავრდა.

ეს შეხვედრა დიდი ალბათობით არაფრით გამორჩეული არ იქნებოდა, რომ არა ერთი საოცარი ფაქტი. ამ მატჩში დამყარდა ისეთი რეკორდი, რომელიც 18 წლის მანძილზე ხელშეუხებელი იყო. კერძოდ, მასპინძელთა ფორვარდმა სტეფან ლუჩიანიჩმა ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში მოახერხა ჰეთ-თრიკის გაფორმება, ასეთი რამ კი საფეხბურთო ისტორიას არ ახსოვს.

აქამდე ეს რეკორდი იაპონელ ფორვარდ ნასაია მაკაიუმუს ეკუთვნოდა, რომელმაც 1998 წელს ზედიზედ 4 შეხვედრაში შეძლო 3 ან მეტი გოლის გატანა. საინტერესოა რომ ამავე იაპონელს ეკუთვნის სხვა რეკორდიც. მან 3 წუთსა და 33 წამში შეძლო ჰეთ-თრიკის გაფორმება, რაც უსწრაფესად ითვლება საფეხბურთო ისტორიაში.

აღსანიშნავია, რომ ლუჩიანიჩს მიმდინარე სეზონში ჯამში 20 გოლი აქვს გატანილი. მისი გუნდი კი 11 ტურის შემდეგ მაქსიმალური 33 ქულით ლიდერია ცხრილში.


საინტერესო

  • Sandro
  • 9 ნოემბერი 2016 00:10
რამ გააგიჟა ესჩემისა :D
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით