ნანი: "რონალდუ 40 წლამდე შეძლებს თამაშს"

9-11-2016, 18:03

"ვალენსიას" პორტუგალიელმა შემტევმა ლუის ნანიმ, ისაუბრა თანამემამულე კრიშტიანუ რონალდუზე.

ნანი და რონალდუ იყვნენ პორტუგალიის ნაკრების ლიდერები და უდიდესი წვლილი შეიტანეს ევრო 2016-ის მოგებაში. ასევე ისინი დიდი ხნის მანძილზე თანაგუნდელები იყვნენ "მანჩესტერ იუნაიტედში".

"რონალდუმ 2016 წელს ყველა მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი, მან ასევე წარმატებულად ითამაშა ლა ლიგაში. ვფიქრობ, რომ ოქროს ბურთი აუცილებლად მან უნდა მოიგოს."

"კრიშტიანუ უდიდესი ფეხბურთელია. ვფიქრობ, რომ ის 40 წლამდე შეძლებს ფორმის შენარჩუნებას და მაღალ დონეზე თამაშს." - განაცხადა ნანიმ.


საინტერესო

  • hovden
  • 9 ნოემბერი 2016 18:10
40 ara 80 ver ukureb ra chirs tips
  • levani25
  • 10 ნოემბერი 2016 02:01
ტოტიზე დიდხანს კი ითამაშებს
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით