სამპაოლიმ ფაბრეგასთან დაკავშირებული ჭორები უარყო

10-11-2016, 19:55

ესპანური "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ, სესკ ფაბრეგასის ესპანეთში დაბრუნებაზე გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა.

"სესკი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში, თუმცა სიმართლე, რომ გითხრათ, ახლა მასზე ნამდვილად არ ვფიქრობთ. ჯერ გონებაშიც კი არ მაქვს გააზრებული ფაბრეგასის "სევილიას" მაისურით თამაშის სურათი. მიუხედავად ყველაფრისა სესკი ისეთი ფეხბურთელია, რომლის გუნდში ყოფნაც ნებისმიერ მწვრთნელს ენდომება, თუმცა როგორც გითხარით, ახლა ამ შესაძლო ტრანსფერზე არ ვფიქრობ." - განაცხადა სამპაოლიმ.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფაბრეგასით დაინტერესებული კლუბების სიაში, "სევილიასთან" ერთად, იტალიური "მილანიც" შედის.


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით