მილიკი ვარჯიშს უბრუნდება

10-11-2016, 23:46

იტალიური "ნაპოლისა" და პოლონეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი არკადიუშ მილიკი ვარჯიშს დაუბრუნდა. ამის შესახებს ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

პოლონელმა ფორვარდმა ტრავმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისას, დანიის ნაკრებთან მიიღო. ფეხბურთელს მალევე ჩაუტარდა გამოკვლევები და დადგინდა, რომ მას დიდხანს უნდა ეუქმა, თუმცა საბედნიეროდ პროგნოზები არ გამართლდა.

"დღეს ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ სარეაბილიტაციო პერიოდის გავლის შემდეგ არკადიუშს უკვე შეუძლია ბურთთან ერთად ვარჯიში." - წერია ნეაპოლური კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მილიკი გასულ ზაფხულს გადაბარგდა "ნაპოლიში" და მალევე იქცა გუნდის ლიდერად. მან კლუბში ჩატარებულ 9 შეხვედრაში 8 გოლის გატანა მოახერხა.

საინტერესო

  • tsandro
  • 10 ნოემბერი 2016 23:53
ეს მაგარ ფორმაში იყო და იმედია ისევ ისეთი დაბრუნდება
  • Sandro23
  • 11 ნოემბერი 2016 15:03
ძალიან სჭირდება ნაპოლის მილიკი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით