ერიკსენი: "თავის დროზე "ჩელსიში" გადასვლაზე ვთქვი უარი"

11-11-2016, 22:30

"ტოტენჰემის" დანიელმა ნახევარმცველმა, კრისტიან ერიკსენმა "ჩელსიში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

"იყო დრო როდესაც მე "აიაქსში" ვთამაშობდი და ჩემში პრემიერ ლიგის ბევრი გუნდი იყო დაინტერესებული. პირველი ამ გუნდების სიიდან გახლდათ "ჩელსი", რომელიც სერიოზულად იბრძოდა ერთი დანიელი ფეხბურთელის გადასაყვანად."

"ვაპირებდი კიდევაც არისტოკრატების კლუბში გადასვლას, მაგრამ როდესაც საქმეში "ტოტენჰემიც" ჩაერთო, მივხვდი, რომ ლონდონური კლუბი იყო ჩემი საბოლოო გაჩერება." - განაცხადა ერიკსენმა.

შეგახსენებთ, რომ ერიკსენმა "აიაქსი" 2013 წელს დატოვა 11 მილიონი ევროს სანაცვლოდ.



საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით