საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში ცვლილებაა

12-11-2016, 00:23

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ გაიმართება მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები მოლდოვას უმასპინძლებს. მატჩის წინ ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის განაცხადში მცირე ცვლილება მოხდა. გუშინ გამართული ვარჯიშის დროს იტალიური "ემპოლის" თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ ტრავმა მიიღო. მის ნაცვლად კი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა დონეცკის "შახტარის" ახალგაზრდა ნახევარმცველი, გიორგი არაბიძე გამოიძახა.

"მოლდოვასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება განხორციელდა.

10 ნოემბერს „დინამო არენაზე“ ვარჯიშის დროს, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ ტრავმა მიიღო, სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა,რომ ფეხბურთელი მოლდოვასთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ვლადიმირ ვაისმა კი,რომელიც ეროვნულ ნაკრებში ახალგაზრდა მოთამაშეებს სისტემატიურად იწვევს და ახალგაზრდულ ნაკრებებთან მჭიდროდ თანამშრომლობს, 23-კაციან შემადგენლობაში დონეცკის „შახტარის“ 18 წლის ფეხბურთელი, გიორგი არაბიძე მიიწვია. შეგახსენებთ,რომ გიორგი არაბიძე ამ დროისთვის თბილისში იმყოფება და 19 წლამდე ნაკრებთან ერთად საერთაშორისო ოთხთა ტურნირის ორი მატჩი ჩაატარა. ახალგაზრდა ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებს დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ შეურთდა." - წერია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტის განცხადებაში.

სულ კი, ცვლილების შემდეგ ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურება:


მეკარეები: ნუკრი რევიშვილი  (დინამო, თბილისი), გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე ( ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), ჯაბა ლიპარტია (ზორია, უკრაინა), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა)

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია)


საინტერესო

  • tsandro
  • 12 ნოემბერი 2016 01:20
აუ ნეტა ათამაშოს
  • ogafa
  • 12 ნოემბერი 2016 18:41
ისე დროა ლევან გეგეჩკორი გამოიძახო
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით