სიმეონე: "მადრიდიდან წასვლაზე არ ვფიქრობ"

12-11-2016, 01:46

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე გამოეხმაურა ჭორებს, თითქოს ის სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას იტალიურ "ინტერში" აპირებს.

"მუშაობა ინტერში? ამ ეტაპზე მსგავს შემოთავაზებებს არ განვიხილავ. არ ვფიქრობ მადრიდიდან წასვლაზე. ჩემი მიზანი ატლეტიკოში ჯერ არ დამისრულებია. მსურს ამ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო." - განაცხადა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონე "ინტერში", როგორც ფეხბურთელი თამაშობდა 1996-1999 წლებში.

ასევე გეტყვით იმასაც, რომ "ატლეტიკო" ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფს 4 ტურის შემდეგ 12 ქულით ლიდერობს და გარანტირებული აქვს მერვედფინალში თამაში.


საინტერესო

  • hovden
  • 12 ნოემბერი 2016 01:47
amis casvla da atles dashla ertia
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით