კვერკველია: "ზამთარში "რუბინს" დავტოვებ და..."

11-11-2016, 16:50

ქართველმა ცენტრალურმა მცველმა დღეს მედიასთან ისაუბრა.

მოლდოვას წინააღმდეგ გასამართ მატჩისწინა პრეს-კონფერენციაში, ვლადიმერ ვაისთან ერთად, მონაწილეობა სოლომონ კვერკველიამაც მიიღო. მან თამაშზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"თამაშის წინ შედეგის პროგნოზირება რთულია. ნაკრებში მაქსიმალური შედეგის მისაღევად ყველაფერია. იმისთვის, რომ შემდეგმა თამაშებმა აზრი არ დაკარგოს, დღეს აუცილებლად მოგებაა საჭირო".

"სახლში შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. რაც შეეხება მომენტებს, საშუალოდ მატჩში ოთხი საგოლე ეპიზოდი გვაქვს. მაგრამ ყოველთვის ბურთი არ გადის, ასე რომ იყოს, ფეხბურთი უინტერესო იქნებოდა. ჩვენი მიზანია, ვითამაშოთ ლამაზი ფეხბურთი და მოვიგოთ",
 - ამბობს კვერკველია.

მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ქართველ მცველს "რუბინის" სამწვრთნელო შტაბთან კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც მოედანზე პრაქტიკულად საერთოდ ვეღარ ვხედავთ. რუსული მედია მის ტრანსფერთან დაკავშირებით ხშირად წერს. თავად სოლომონმა კი ასეთი რამ განაცხადა:

"რამდენიმე ვარიანტი მაქვს, რომელსაც განვიხილავ, მაგრამ ამჟამად მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვარ კონცენტრირებული. სიტუაციის ასე გაგრძელების შემთხვევაში, ზამთარში "რუბინის" რიგებს აუცილებლად დავტოვებ".

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით