საქართველო უბრალოდ ვერ იგებს!

12-11-2016, 22:49

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა "დინამო არენაზე" მოლდოვას უმასპინძლა და მატჩი ფრედ დასრულდა.


ტაიმი


მატჩი მოლდოველთა აქტიურობით დაიწყო. მეოთხე წუთზე მათ უკვე პირველი საგოლე ეპიზოდი შექმნეს, თუმცა მეტოქის დარტმული ბურთი ლორიას კარს აცდა.


მე-7 წუთზე მასპინძელთა კართან ჯარიმა დაინიშნა. მაქსიმ მიჰაილოვის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს მისი თანამემამულე თავით, თუმცა არაზუსტად გამოეხმაურა.


რამდენიმე წუთის შემდეგ საქართველოს ნაკრებიც გააქტიურდა. კარგი დრიბლინგი შემოგვთავაზა გიორგი ჭანტურიამ. თავდასხმაში მშვენივრად ჩაერთო ოთარ კაკაბაძეც.


შეტევებმა შედეგი გამოიღო და მე-16 წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა ანგარიში გახსნა!


გოლის შემდეგ ვითარება დაბალანსდა. მორიგი შეტევა კვლავ ქართველებმა განახორციელეს. თორნიკე ოქრიაშვილი დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა, დაარტყა კიდეც თუმცა მიზნამდე სანტიმეტრები დააკლდა.


ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მორიგი 100%-იანი ეპიზოდი შექმნა. რამდენიმესვლიანი ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ, მოლდოველთა მეკარემ ზუსტად ითამაშა და თავისი გუნდი გადაარჩინა.


მთელი ტაიმის განმავლობაში მოლდოველთა მხრიდან საკმაოდ აქტიური იყო ევგენი სიდორენკო, რომელმაც არაერთელ გაამწვავა შეტევები.

საბოლოოდ, მატჩის პირველი ნახევარი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.


II ტაიმი


მეორე ტაიმი ნელ ტემპში დაიწყო. მცირე უპირატესობას მაინც სტუმრები ფლობდნენ.


63-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს კაპიტანი დაუბრუნდა. ვლადიმერ ვაისმა ჯაბა კანკავა თამაშში გიორგი ქვილითაიას ნაცვლად ჩართო.


რამდენიმე წუთში მოლდოველები გააქტიურდნენ. ლორიას კარის მისამართით იონ იარდანმა დაარტყა, თუმცა არ გაუმართლა და მხოლოდ კუთხური დაინიშნა.


მომდევნო მომენტი ისევ მოლდოველებმა შექმნეს. მცდელობა ალექსანდრუ ანტონიუჩს ჰქონდა, მაგრამ გიორგი ლორიამ ბურთი მარტივად დაიჭირა.


საბოლოოდ, მოლდოვამ წონასწორობის აღდგენა შეძლო. ეს 78-ე წუთზე ალექსანდრუ გატჩანმა გააკეთა.


დარჩენილ წუთებში ქართველებმა მოუმატეს. თუმცა, მეტოქის კარის მეორედ აღება ვეღარ შეძლეს და მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდნენ.


საინტერესო

  • levani25
  • 13 ნოემბერი 2016 02:03
1 გოლი კიდე უნდა შეგვეგდო და მსაჯმაც არ დაგვიიდო პენალტი
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით