კაშია: "უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა"

13-11-2016, 00:43

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მოგეხსენებათ, ქართველებმა საკუთარ მოედანზე მოლდოველებს უმასპინძლეს და მატჩი ფრედ დასრულდა. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი დაკარგა.

"ძალიან განაწყენებულები ვართ. უფრო მეტის გაკეთება გვმართებდა. პირველი გოლის შემდეგ გატანაზე კვლავ უნდა გვეფიქრა", - ამბობს გურამ კაშია.

"მეორე ტაიმი კიდევ უფრო ცუდი გამოგვივიდა. უმეტეს ასპექტში მეტოქე გვჯობნიდა. რა თქმა უნდა, ეს ფრე თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მტკივნეულია. ხალხი დიდი იმედებით მოვიდა და სამწუხაროდ, ჩვენ ის გავუცრუეთ", - განაცხადა ქართველმა მცველმა.


საინტერესო

  • Sandro23
  • 13 ნოემბერი 2016 00:44
თავისუფლად შეგვეძლო მოგება....
  • tsandro
  • 13 ნოემბერი 2016 01:05
ეჰ უნდა მოგვეგო რა
  • levani25
  • 13 ნოემბერი 2016 02:01
მეორე ტაიმი იყო კატასტროფა
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით