კანკავა: “ვაისმა ბურთის კონტროლი დაგვავალა, რაც ვერ მოვახერხეთ"

13-11-2016, 00:47

მოგეხსენებათ, 12 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი მატჩი გამართა. ამჯერად "ჯვაროსნებმა" მოლდოველებს უმასპინძლეს და 1:1-ზე დაუზავდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯაბა კანკავამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა აღნიშნა, რომ გუნდმა მწვრთნელის დავალებები ბოლომდე ვერ შეასრულა და ბურთის კონტროლის ასპექტმა პირველი გამარჯვება ვერ მოგვიტანა.

"არ ვიცი რას დავაბრალო მეორე ტაიმში ნაჩვენები თამაში. ალბათ ბურთის შენარჩუნება და მისი კონტროლი დაგვაკლდა. მთელი მატჩი ერთ დონეზე სტაბილურად ვერ ჩავატარეთ, მოლდოვამ ბრძოლისუნარიანობით გვაჯობა".

"ვაისის მთავარი დავალება სწორედ ბუთზე კონტროლის ინიციატივის ჩვენს თავზე აღება იყო, რაც ბოლომდე ვერ შევასრულეთ. შედეგად დავისაჯეთ და მოსაგები მატჩი ვერ მოვიგეთ.

"რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ. მწვრთნელის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არ ვარ, ძირითადში არ ვიყავი, რადგან ამ მომენტისთვის სხვა ფეხბურთელები ჩემზე უკეთესად გამოიყურებოდნენ", - განაცხადა კანკავამ.


საინტერესო

  • tsandro
  • 13 ნოემბერი 2016 01:04
ძაან ცუდად შემოვიდა :/ ეტყობა როარაა ფორმაში
  • levani25
  • 13 ნოემბერი 2016 02:00
კაია ჯაბა რო დაბრუნდა მარა რაღა დროსი
vicit brzolis undarianobit mozraobit sirbilit ro gjobian mowinaagmdegeebi tqve aba gezarebat tamashi da roca kacs ezareba fexebs moigebs
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით