ოქრიაშვილი:" მან კარიერაში პირველად გაიტანა ასეთი გოლი"

13-11-2016, 01:51

მოგეხსენებათ, 12 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი მატჩი გამართა. ამჯერად "ჯვაროსნებმა" მოლდოველებს უმასპინძლეს და 1:1-ზე დაუზავდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გულშემატკივარს მოუბოდიშა და იმედი გამოთქვა, რომ ქომაგი მომდევნო მატჩზეც მივა მოედანზე.

"მატჩი ჩვენი შეცდომების გამო ვერ მოვიგეთ. იყო უამრავი ტექნიკური შეცდომა და მეორე ტაიმში მობილიზება ვერ მოვახერხეთ. როცა შეტევა და მომენტების რეალიზება გვმართებდა, ეს ვერ მოვახერხეთ. მეორე გოლი სიტუაციას რადიკალურად შეცვლიდა".

"საკუთარ კარში მოულოდნელი და ულამაზესი გოლი გავუშით. ვულოცავ ალეხანდრუ გაცკანს, რომელმაც კარიერაში პირველად გაიტანა ასეთი გოლი. ჩვენ კი ყველაფერი საკუთარ თავებს დავაბრალოთ".

"გულშემატკივრების იმედზე კვლავ ვართ. ვიმედოვნებ, მათ სტადიონზე მოსვლის სურვილი არ გაუნელდებათ და შემდეგ თამაშებზეც მხურვალედ გვიქომაგებენ. ბოდიშს ვუხდი მათ დღევანდელი მატჩისთვის", - განაცხადა ოქრიაშვილმა.

საინტერესო

  • levani25
  • 13 ნოემბერი 2016 02:00
არ მომეწონა დღეს ოქრის თამაში
  • butxa
  • 13 ნოემბერი 2016 04:38
ver moxerxda mogeba da eg aris.bevri iyo gasatani mara igbalic sachiroa.gvilia ariyo gasayvani.dvalishvili ki saertod arapris maqnisia.droa cavides
momsvlels mou..an chemdatavad deda dgeidan
  • faco777
  • 13 ნოემბერი 2016 19:24
ratomgac mgonia serbets movugebt
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით