"დორტმუნდი" მხითარიანის იჯარით აყვანას გეგმავს

13-11-2016, 18:12

ბორუსია "დორტმუნდი" გეგმავს "მანჩესტერ იუნაიტედის" სომეხი ნახევარმცველის, ჰენრიხ მხითარიანის იჯარის წესით აყვანას მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის დროს.

მას შემდეგ, რაც მხითარიანმა ძირითადი შემადგენლობიდან პრემიერ ლიგაში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა, მედია აქტიურად ალაპარაკდა მის წასვლაზე გუნდიდან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სომეხი შემტევის ყოფილი გუნდი, "დორტმუნდი" დაინტერესებულია მისი იჯარით უკან დაბრუნებით გამოსყიდვის უფლებით.

მიმდინარე სეზონში მხითარიანმა ყველა ტურნირზე "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 6 მატჩი ჩაატარა და ჯერ გოლი არ გაუტანია.

საინტერესო

  • hovden
  • 13 ნოემბერი 2016 18:13
ar unda gaushvan travmebma sheushala xeli itkvis tavis sitkvas
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით