კეინი "ტოტენჰემში" ადრეულად დაბრუნდა

13-11-2016, 20:30

"ტოტენჰემის" ინგლისელი თავდამსხმელი, ჰარი კეინი, სანაკრებო შესვენებიდან ადრეულად დაბრუნდა.

ინგლისელი ფეხბურთელი, ნაკრებმა შოტლანდიასთან და ესპანეთთან გასამართი შეხვედრების გამო გაიწვია, თუმცა "ტოტენჰემის" ვარსკვლავი საუტგეითმა შოტლანდიასთან მატჩში არ გამოიყენა.

ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ ინგლისმა საერთოდ გაიწვია ჰარი კეინი სანაკრებო შესვენებისთვის, რადგან კეინი ახლაც კი იშუშებს ტრავმას, რომლის გამოც მან 7 კვირა გამოტოვა.

სწორედ ამ მიზეზის გამო ბევრი გაკვირვებული დარჩა, რადგან თუ საუტგეითი არ აპირებდა თავდამსხმელის გამოყენებას, მაშინ რა აზრი ჰქონდა მის გაწვევას.

შეგახსენებთ, რომ კეინი ესპანეთთან წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.





საინტერესო

  • SoundWave
  • 13 ნოემბერი 2016 21:48
რისთვის გაიწვიეს თუ უკან აბრუნებენ
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით