უსაინ ბოლტი "დორტმუნდის" ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშებს

13-11-2016, 22:00

გერმანული "დორტმუნდის" ფეხბურთელები: მარკო როისი, მარიო გიოცე და პიერ ემერიკ-ობამიენგი უსაინ ბოლტთან ერთად ივარჯიშებენ.

"დორტმუნდის" პრეზიდენტმა, ჰანს-ჟოაკიმ ვაცკემ დაადასტურა ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ 9 გზის ოლიმპიური ჩემპიონტი მართლაც ივარჯიშებს გუნდის ფეხბურთელებთან ერთად.

გუნდი ჯერ-ჯერობით თავს იკავებს კონკრეტული დროის დასახელებისგან, თუმცა როგორც დირექტორთა საბჭო იუწყება, ბოლტთან ერთად ვარჯიში, ნაკლებად დატვირთვული ცხრილის დროს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ როგორც გითხარით, ამ ვარჯიშის დრო ჯერ დაზუსტებული არაა, თუმცა ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ ეს ყველაფერი 2016 წლის დასრულებამდე მოხდება.



საინტერესო

  • levani25
  • 14 ნოემბერი 2016 01:38
ეს ფეხბურთშიც ლეგენდა იქნებოდა smile
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით