აგენტი: "ანანიძემ ევროპულ კლუბებზე უარი თქვა, რადგან მას "სპარტაკის" ისტორიაში შესვლა სურს"

14-11-2016, 15:35

სააგენტო "IST"-ის პრეზიდენტმა თემურ ლეფსაიამ, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელის, ჯანო ანანიძის პირადი აგენტის როლს ასრულებს, რუსულ გამოცემა "championat.com"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯანოსთან დაკავშირებით ისაუბრა.

"რატომ გაახანგრძლივა ჯანომ კონტრაქტი მოსკოველებთან? ახალი ხელშეკრულება გავაფორმეთ, რადგან ჩემს კლიენტს სურს, რომ "სპარტაკის" ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად და  ლეგენდად დარჩეს. საამისოდ კი მას უკვე ყველა პირობა აქვს... აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ცნობილ კლუბში შეგვესძლო გადასვლა, მან კი დამირეკა და "სპარტაკში" დარჩენა მირჩევნიაო მითხრა".

"რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღებამდე სხვა ვარიანტებზეც ფიქრობდა, თუმცა ვიცოდით, რომ სხვა რუსულ კლუბთან საქმეს არ დავიჭერდით. ყველაზე მეტად ესპანურ კლუბებთან მოლაპარაკებების დაწყების შანსი იყო, ძალიან ბევრი ზარი მივიღე, თუმცა გადავწყვიტეთ, რომ ამაზე არ გვეფიქრა, სანამ "სპარტაკთან" მოლაპარაკები ჩვენთვის სასურველ კალაპოტს გადაუხვევდა".

"არადა, უნდა ავღნიშნოთ, რომ  ევროპაში ძალიან ცნობილ გუნდებთან მაქვს კონტაქტი, მაგალითად "რომას" ყოფილ დირექტორ ვალტერ საბატინისთან, ესპანეთში   "ვილიარეალთან" და "ვალენსიასთან, აგრეთვე  "სევილიას" მწვრთნელ ხორხე სამპაოლისაც ვიცნობ, პორტუგალიაში კი "პორტუსა" და "ბენფიკასთან", თუმცა ამ კონტაქტების გამოყენება აღარ დამჭირდა", - განაცხადა ლეფსაიამ.



საინტერესო

  • levani25
  • 16 ნოემბერი 2016 02:26
ეხ ჯანო ჯანო შენ ჭკუა არ გქონია
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით