მერტენსი "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას უახლოვდება

14-11-2016, 21:30

დრიეს მერტენსი ძალიან მიუახლოვდა იტალიურ "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას.

თუ ბელგიელმა კონტრაქტი მართლაც გაახანგრძლივა, მაშინ ის იტალიაში მინიმუმ 2021 წლამდე დარჩება და შეეძლება კიდევ 1 სეზონით დარჩენა იმ შემთხვევაში, თუ ის იმდროინდელი პირობებით კმაყოფილი იქნება.

მერტენსის აგენტის მიხედვით მოლაპარაკებები საკმაოდ დიდი ხანია უკვე გრძელდება, მაგრამ როგორც ვიგებთ, ბელგიელი ოპტიმისტურად უდგება ამ საკითხს და იმედი აქვს, რომ "ნაპოლისთან" საერთო ენის გამონახვას მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ მერტენსს "ნაპოლის" რიგებში უკვე 100-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული.





საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით