"არანაირი სექსი შუაღამის შემდეგ" - გვარდიოლას წარმატების საიდუმლო

15-11-2016, 14:27

მანჩესტერ "სიტის" მფლობელობაში მყოფმა ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად ანდალუსიის "სევილიაში" თამაშობს, საინტერესო განცხადება გააკეთა.

სამირ ნასრმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც პეპ გვარდიოლას დარიგებულმა კლუბებმა უდიდეს წარმატებებს მიაღწიეს.

"ყველანაირი სექსუალური ურთიერთობა უნდა მოგვარდეს შუა ღამემდე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შენ მომდევნო დღე თავისუფალი გაქვს. მან გვითხრა, რომ სწორედ ამის წყალობით შეძლეს ლიონელ მესიმ და რობერტ ლევანდოვსკიმ დიდი წარმატებების მიღწევა, თანაც ისე, რომ ორივე ფეხბურთელი ძალზე იშვიათად იღებს ტრავმებს."

"გვარდიოლა არავის აშინებს, თუმცა ის ძალიან მომთხოვნი პიროვნებაა და თუ მის წესებს კარგად შეასრულებ დამერწმუნეთ, რომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევთ." - განაცხადა ფრანგმა ნახევარმცველმა.

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით