9 ქვეყანა და 23 კლუბი, სებასტიან აბრეუს უნიკალური რეკორდი!

15-11-2016, 22:48

დღეს ბრაზილიაში მართლაც საოცარი რეკორდი დამყარდა. ურუგვაელი ცენტრალური მცველი, სებასტიან აბრეუ ბრაზლიურ კლუბ "ბანგუში" გადავიდა, ეს კი მის საფეხბურთო კარიერაში რიგით 28-ე ტრანსფერია, რაც უნიკალური მიღწევაა მსოფლიოს ისტორიაში.

40 წლის ფორვარდის კარიერაში ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი გახლავთ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4 ფინალი, როდესაც მან ურუგვაის ნაკრების შემადგენლობაში პენალტების სერიის დროს გადამწყვეტი გოლი გაუტანა განის ნაკრებს და თავისი გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

ურუგვაელი თავდამსხმელი უკვე 40 წლისაა და 22 წელია რაც ფეხბურთში მოღვაწეობს. ამ დროის განმავლობაში მან 23 კლუბი გამოიცვალა, რამდენიმე მათგანში კი სულაც 2-ჯერ თამაშობდა. საინტერესოა, რომ ამდენი ტრანსფერის მიუხედავად ჯამში მასში არც თუ დიდი ოდენობის თანხა, 6.5 მილიონი ფუნტია გადახდილი.

აბრეუში ყველაზე დიდი თანხა 1998 წელს, ლა კორონისს "დეპორტივომ" გადაიხადა, 4.5 მილიონი ფუნტის სახით და ფეხბურთელი ამ კლუბის საკუთრება ჯამში 7 წელი იყო, თუმცა საინტერესოა რომ მას "დეპორის" რიგებში ამ დროის მანძილზე სულ 15 მატჩი აქვს ჩატარებული, რადგან ყოველ სეზონში კლუბი მას იჯარის წესით ასხვისებდა.

ჯამში აბრეუს 251 საკლუბო შეხვედრაში 94 გოლი აქვს გატანილი, რაც შეეხება ნაკრებს, აქ უკვე მან 70 მატჩში 26-ჯერ გამოიჩინა თავი. სულ კი, 40 წლის ფეხბურთელის გამოცვლილი კლუბების სია შემდეგნაირად გამოიყურება:

 


საინტერესო

  • Sandro
  • 16 ნოემბერი 2016 00:04
ზლატანს შეშურდება :D
  • levani25
  • 16 ნოემბერი 2016 02:22
საღოლ რაა .. სად მოასწრო smile
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით