თბილისის "დინამო" ორმა ლეგიონერმა დატოვა!

16-11-2016, 00:44

დღეს თბილისის "დინამომ" ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ გუნდი ორმა ლეგიონერმა, სტეფან ველევმა და მატია შპიჩიჩმა დატოვეს.

"დინამო თბილისი" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ორ ლეგიონერს, ბულგარელ სტეფან ველევსა და ხორვატ  მატია შპიჩიჩს დაემშვიდობა. "დინამოს" ასევე დატოვა აკადემიის ბულგარელმა მთავარმა მწვრთნელმა - ვესელინ ბრანიმიროვმა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ფეხბურთელებსა და მწვრთნელს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში", - წერია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ორივე მოთამაშე გუნდში  ზაფხულში ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ჩაირიცხა.  28 წლის მარცხენა მცველმა მატია შპიჩიჩმა "დინამოს" მაისურით 5-ჯერ ითამაშა, სტეფან ველევი კი "დინამოს" რიგებში 10-ჯერ გამოჩნდა და აქტივში მხოლოდ 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

საინტერესო

  • levani25
  • 16 ნოემბერი 2016 02:21
ნეტა რას მოიყვანეს თავის დროზე
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით