"ტოტენჰემმა" თვალი სტარიჯს დაადგა

16-11-2016, 18:51

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ტოტენჰემი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გეგმავს "ლივერპულის" ინგლისელი ფორვარდის დანიელ სტარიჯის შეძენას.

შეგახსენებთ, რომ "მამლები" 27 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს შარშანდელიდან იჩენენ. მაშინ ლონდონურმა კლუბმა 40 მილიონი ფუნტი შესთავაზა "წითლებს" სტარიჯის სანაცვლოდ, თუმცა უარი მიიღო.

იანვარში "ტოტენჰემი" კვლავ გეგმავს ახალი წინადადებით მიმართოს მერსესაიდულ კლუბს.

მიმდინარე სეზონში ინგლისელმა ფორვარდმა პრემიერ ლიგაში 8 მატჩი ჩაატარა და თავი 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.


საინტერესო

  • hovden
  • 16 ნოემბერი 2016 18:51
mouxdeba totenhams
  • levani25
  • 17 ნოემბერი 2016 02:12
არ წავა ეს ლივერპულიდან
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით