რამი: "მესი, რონალდუს სჯობია"

16-11-2016, 23:30

"სევილიას" ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა, ადილ რამიმ, თანამედროვე ფეხბურთის უდიდესს სადავო თემაზე გააკეთა განცხადება.

"დიახ, სიმართლე უნდა გითხრათ, რომ მე გრიზმანსაც, მესისაც და რონალდუსაც ძალიან კარგად ვიცნობ და თითოეული მათგანის მიმართ ძალიან დიდი პატივისცემა მაქვს. ჩემთვის ეს სამი ფეხბურთელი ახლა მსოფლიოში საუკეთესოები არიან."

"ყველაზე ხშირად ესპანეთში ჩამოსვლის შემდეგ, მესმის შედარებები რონალდუსა და მესის შორის, დიახ, იქნებიან სხვა წარმატებული და გენიალური ფეხბურთელები მსოფლიოში, მაგრამ მესი, როგორ გითხრათ, მესია."

"გრიზმანისგან და რონალდუსგან განსხვავებით მესის შეუძლია გოლი არ გაიტანოს, თუმცა შეხვედრაში მთავარი ცვლილების შემტანი იყოს, რაც თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე რთული რამაა."

"გუნდზე მოთამაშე მესიც კი მე რონალდუს მირჩევნია, ხოლო როდესაც მესი გუნდზეც თამაშობს და გოლებსაც იტანს, ვხედავთ თუ რა ხდება, თუ არ გესმით ჩემი ნათქვამი, მაშინ მესის ამ სეზონის სტატისტიკას გადახედეთ." - განაცხადა რამიმ.

საინტერესო

  • levani25
  • 17 ნოემბერი 2016 02:09
ახალი თქვი რამე bowtie
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით