როისი "ბაიერნთან" თამაშს შეძლებს?

17-11-2016, 23:37

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელი მარკო როისი "ბაიერნთან" გასამართი მატჩისთვის მზად იქნება.

შეგახსენებთ, რომ გერმანელმა ნახევარმცველმა ტრავმა სათასო შეხვედრაში მიიღო და ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია. მარკომ ოქტომბრის დასაწყისში გაანახლა ვარჯიში, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ დადგინდა, რომ მას სრული აღდგენისთვის დიდი დრო დასჭირდებოდა.

გამოცემა L'Equipe-ის თქმით, როისი თანაგუნდელებთან ერთად უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და შაბათს, მიუნხენის "ბაიერნთან" თამაშსაც მოახერხებს. აღნიშნულ ინფორმაციას დორტმუნდელთა მთავარი მწვრთნელი ტომაშ ტუხელიც ადასტურებს. 43 სპეციალისტის განცხადებით, როისი, როდე და შმელცერი სრულ მზადყოფნაში არიან.


საინტერესო

კარგი იქნება ნეიტრალური მაყურებლისთვის როისის თამაში ;)
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით