სააპელაციო კომიტეტმა მესისთან დაკავშირებით მოთხოვნა არ დააკმაყოფილა!

18-11-2016, 22:27

კატალონიის "ბარსელონას" მოთხოვნა, ესპანეთის საარბიტრაჟო კომიტეტმა არ დააკმაყოფილა. კერძოდ, საქმე ეხება 2 კვირის წინ, ლა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრას, რომელშიც "სევილიამ" "ბარსას" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 წააგო.

ზემოხსენებული მატჩის ბოლოს, მთავარმა არბიტრმა სანტიაგო ხაიმემ სტუმართა არგენტინელ ლიდერ, ლიონელ მესის ყვითელი ბარათი უჩვენა დროის გაყვანისთვის. კატალონიელებმა ეს გაფრთხილება ჯერ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში გაასაჩივრეს, უარის შემდეგ კი სააპელაციო კომიტეტს მიმართეს, სადაც კვლავ უარყოფითი პასუხი მიიღეს.

შედეგად, ბარსელონელებს კიდევ 15 დღე ექნებათ, რათა მორიგი მოთხოვნა გააგზავნონ, ამჯერად ესპანეთის სპორტულ ტრიბუნალში, სადაც მორიგი უარის შემთხვევაში უკვე ოფიციალურად შევა ფეხბურთელის ბარათი ძალაში.

შეგახსენებთ, რომ მესისთვის ეს რიგით მესამე ყვითელი ბარათია მიმდინარე სეზონში და არსებობს საშიშროება იმისა, რომ კიდევ ორი ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში მას "ელ კლასიკოს" გამოტოვებაც მოუწიოს.

საინტერესო

  • tsandro
  • 18 ნოემბერი 2016 22:35
ძალიან კარგი 3:)
  • levani25
  • 19 ნოემბერი 2016 08:13
ras gamoekidnen am ert barats :D
el klasikos ara kvaxs
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით