"უიქენდის" 5 შეხვედრა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

19-11-2016, 02:04

როგორც იქნა დასრულდა დამქანცველი სანაკრებო პაუზა და დიდი ფეხბურთი კვლავ ბრუნდება ტელეკრანებზე, თანაც ისეთი მატჩებით, რომელთა ყურებაც ნამდვილად ერთი სიამოვნებაა. მომდევნო შაბათ-კვირას შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთის ქომაგებს შესვენებისთვის დრო არ ექნებათ, რადგან, შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო უიქენდი გველის, რომელიც დახუნძლული იქნება ნამდვილი დერბებით. ჩვენი გვერდი წარმოგიდგენთ 5 საუკეთესო შეხვედრას, რომლის გამოტოვებაც ნამდვილად არ ღირს.

"მანჩესტერი" - "არსენალი" (შაბათი, 19 ნოემბერი, 16:30)

მატჩი, რომელსაც დიდი აფიშირება არ სჭირდება. ორი დიდი გუნდის დიდი დაპირისპირება, რომელსაც მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდება. ჟოზე მოურინიო კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება არსენ ვენგერს, ოღონდ ამჯერად არა "ჩელსის", არამედ "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის რანგში. ბოლო დროს ამ გუნდების დაპირისპირებაში ძირითადად გამარჯვებული "წითელი ეშმაკები" ხდებოდნენ ხოლმე, თანაც აღსანიშნავია, რომ "მეთოფეებმა" მეტოქე "ოლდ ტრაფორდზე" ბოლო 13 მატჩიდან მხოლოდ 1-ხელ დაამარცხეს. თუმცა გასათვალისწინელებია ის ფაქტიც, რომ ლონდონელები გასვლით მატჩში უკანასკნელად 8 თვის წინ, 8 მარტს დამარცხდნენ.

შეხვედრას განსაკუთრებულ ინტრიგას სატურნირო ცხრილიც მატებს. 11 ტურის შემდეგ "არსენალს" ხვალინდელ მეტოქეზე 5 ქულით მეტი აქვს და შეიძლება ითქვას, რომ თუ მანჩესტერელებს მომავალ ტურებში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა სურთ, ხვალ მათ აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ. ვნახოთ, რამდენად შეძლებს ჟოზე ვენგერთან სტატისტიკის გაუმჯობესებას და მეცხრე გამარჯვების მოპოვებას.

დანაკლისი:
"მანჩესტერი": ბაიი, იბრაჰიმოვიჩი, ვალენსია, ფელაინი, სმოლინგი.
"არსენალი": კაზორლა, ბელერინი, მერტეზაკერი, პერესი.

სავარაუდო შემადგენლობები:

"მანჩესტერი": დე ხეა, ჯონსი, როხო, დარმიანი, შოუ, ერერა, პოგბა, მატა, რუნი, მარსიალი, რეშფორდი.
"არსენალი": ჩეხი, კოშელნი, მუსტაფი, მონრეალი, ჯენკინსონი, კოკლენი, ჩაკა, ივობი, სანჩესი, რამსი.

"ვოლფსბურგი" - "შალკე" (შაბათი, 19 ნოემბერი, 18:30)

შეხვედრა, რომელსაც სხვა ჩამოთვლილი მატჩებისგან განსხვავებით უფრო პატარა აფიშა აქვს, მაგრამ... ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო დერბი გერმანულ კლუბებს შორის. ამ გუნდეს შორის დაპირისპირება ბოლო პერიოდში სულ უხვგოლიანობით გამოირჩევა. საშინელი სტარტის შემდეგ გელზერკიხენელები ნელ-ნელა შედიან ფორმაში და ისინი უკვე 5 მატჩია დაუმარცხებლები გამოდიან მოედნიდან, თავის მხრივ საკუთარ სტადიონზე ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებია "ვოლფსბურგს", თუმცა სტუმრებს "ფოლქსვაგენ არენაზე" გამარჯვება ძალზე უჭირთ.

სამწუხაროდ გუნდები ხვალინდელ მატჩს დიდი დანაკლისებით ხვდებიან, როგორც მასპინძლებს, ასევე სტუმრებს აკლიათ წამყვანი მოთამაშეები. თუმცა მათი ბოლო 5 დაპირისპირების შედეგებს თუ გადავავლებთ თვალს ვნახავთ, რომ ჯამში ამ მატჩებში 16 გოლი გავიდა, შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ რომ ხვალაც კიდევ ერთ სპექტაკლს შემოგვთავაზებენ გუნდები.

ტრავმირებულთა სია:
"ვოლფსბურგი": 
ენრიკე, დრაქსლერი.
"შალკე": 
ემბოლო, ჰუნტელაარი

სავარაუდო შემადგენლობები:
"ვოლფსბურგი": ბენალიო, ტრაში, ბრუმა, როდრიგესი, გერატი, სიგუნი, გუსტავო, ბლაშიკოვსკი, არნოლდო, კალიური, გომესი.
"შალკე": ფარმანი, ჰიოვედესი, ნალდო, ნასტასიჩი, გეისი, შიოპი, კოლასინაკი, ბენალები, გორეცკა, მეიერი, ჩუპო მოტინგი.

"დორტმუნდი" - "ბაიერნი" (კვირა, 19 ნოემბერი, 21:30)

კიდევ ერთი გერმანული დაპირისპირება, რომლის გამოტოვებაც ნამდვილად არ შეიძლება. "დორტმუნდსა" და "ბაიერნს" შორის შეხვედრები ბოლო დროს ერთგვარ გერმანულ კლასიკად ჩამოყალიბდა. მათ შორის მატჩები მუდამ უშეღავათოა და შეუძლებელია, რომ წინასწარ ფავორიტი განსაზღვრო. სწორედ ასეთივე სიტუაცია იქნება ხვალაც.

ხვალინდელ მატჩში მარკო როისის დაბრუნებას ვარაუდობდნენ, თუმცა მან ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ძნელად სავარაუდოა, რომ თამაში მოახერხოს. რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ ძირითად დანაკლისს არიენ რობენი და ჟერომ ბოატენგი შეადგენენ. თუმცა, დანაკლისების მიუხედავად, გუნდების ბოლოდროინდელი ფორმიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ ხვალ უხვგოლიანი შეხვედრა გამოვა.

ტრავმირებულთა სია:
"დორტმუნდი": ბენდერი, ბურკი, როისი, შმელცერი
"ბაიერნი": რობენი, რიბერი, ბოატენგი, კომანი.

სავარაუდო შემადგენლობები:
"დორტმუნდი": ბურკი, პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, გერერო, გინტერი, ვილი, დემბელე, გიოტცე, კასტრო, შურლე, ობამეიანგი.
"ბაიერნი": 
ნოიერი, ლამი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა, ალონსო, ტიაგო, კირმიხი, რიბერი, მიულერი, ლევანდოვსკი.

"ატლეტიკო" - "რეალი" (შაბათი, 19 ნოემბერი, 23:45)
დაპირისპირება, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს ესპანეთში "ელ კლასიკოს" შემდეგ ყველაზე დაძაბული და საინტერესოა. ორი მადრიდული გიგანტი ერთმანეთს ხვალ ვისენტე კალდერონზე დაუპირისპირდება. უკანასკნელად "თეთრებმა" ლა ლიგაში თანაქალაქელების დამარცხება 2013 წელს შეძლეს და ბუკმეიკერებს თუ დავუჯერებთ, ხვალინდელ შეხვედრაშიც ვერ მოახერხებენ ისინი ამ უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას. "როხი ბლანკო" მათი მეტოქეებისთვის მართლაც ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა ბოლო წლებში, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ "მერენგენებმა" მეტოქე ბოლო 3 წელიწადში სწორედ იმ ტურნირებზე დაამარცხეს, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.

ხვალინდელ მატჩში დანაკლისი ორივე გუნდს მრავლად აქვს. ეს განსაკუთრებით სტუმრებზე ითქმის, რომლებსაც ძირითადის ერთბაშად 4-5 მოთამაშე აკლიათ. ამის მიუხედავად, ხვალინდელ შეხვედრაში ყველა ისეთივე უშეღავათო მატჩს ელის, როგორც ეს ბოლო წლებში ხდება. ასე რომ, შაბათი დღის საღამოს დასასრულებლად, მადრიდული დერბის ცქერა მართლაც იდეალურია.

ტრავმირებულთა სია:
"ატლეტიკო": ფერნანდესი, გაიტანი, მორეირა, გრიზმანი.
"რეალი": ბენზემა, კაზემირო, კროოსი, მორატა, პეპე.

სავარაუდო შემადგენლობები:
"ატლეტიკო": ობლაკი, ხუანფრანი, გოდინი, სავიჩი, ფილიპე ლუისი, საული, გაბი, კოკე, კარასკო, ტორესი, გრიზმანი.
"რეალი": 
ნავასი, კარვახალი, ვარანი, პეპე, მარსელო, მოდრიჩი, ისკო, კოვაჩიჩი, რონალდო, ბენზემა, ბეილი.

"მილანი" - "ინტერი" (კვირა, 20 ნოემბერი, 23:45)

"დერბი დე ლა მადონინა"! შეხვედრა, რომელსაც დიდი აღწერა არ სჭირდება. ორი დიდი ისტორიის მქონე გუნდის დაპირისპირება. ისინი არ არიან კარგ ფორმაში, მაგრამ შეუძლებელია ამ შეხვედრის გამოტოვება. ეს არის დერბი, სადაც ყველაფრის მიუხედავად გუნდები მუდამ თავდაუზოგავად იბრძვიან.

ხვალინდელ მატჩს მასპინძელი გუნდი უკეთეს ფორმაში ხვდება. "როსონერის" ფეხბურთელები მიმდინარე სეზონში საკმაოდ სტაბილურად გამოიყურებიან, რაც მათ შედეგზეც მეტყველებს. "მილანი" 12 ტურის შემდეგ მესამეა და თანაქალაქელ "ინტერს" მთელი 8 ქულით უსწრებს. ბოლო დროს ამ გუნდების დაპირისპირებაში მომრავლდა მწირგოლიანი მატჩები, თუმცა თუ მათ შედეგებს გადავხედავთ მიმდინარე სეზონში, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ საფეხბურთო უიქენდი მართლაც შესანიშნავი მატჩით დაიხურება.

ტრავმირებულთა სია:
"მილანი": რომანოლი, მონტოლივო.
"ინტერი": რანოკია.

სავარაუდო შემადგენლობები:
"მილანი": დონარუმა, პალეტა, აბატე, დე შილიო, გომესი, კუჩკა, პასალიჩი, ლოკატელი, ბონავენტურა, სუსო, ბაკა
"ინტერი": 
ჰანდანოვიჩი, ჟოაო მირანდა, სანტოსი, მურილო, დე ამბროსი, ჟოაო მარია, ბროზოვიჩი, პერიშიჩი, ბანეგა, კანდრევა იკარდი.


საინტერესო

  • levani25
  • 19 ნოემბერი 2016 08:08
ვახ რა თამაშები გველის laughing
  • Misha
  • 19 ნოემბერი 2016 13:02
milani interi sadaa ? wolfsburgi shalkes ashkarad jobia da dagewerat :D
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით