გიგზი: "მანჩესტერულ" - "ლონდონური" ომი"

18-11-2016, 23:42

რაიან გიგზს 50 მატჩში(ყველაზე მეტი) აქვს მიღებული მონაწილეობა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" ხვდებოდნენ ერთმანეთს. უელსელი კი, ამ მატჩის თავისებურებებზე გვიამბობს.

"ახალგაზრდობიდან დავიწყოთ. როდესაც 16 წლის ვიყავი, კლუბმა ჯილდო დაგვიწესა, ვინც წარმატებით დაწერდა სკოლის ტესტს, "მანჩესტერის" და "არსენალის" მატჩზე დასასწრებ ორ ბილეთს მიიღებდა. მე წარმატებით დავწერე, ორი ბილეთიც მივიღე საჩუქრად და ასევე წარმატებით ვუყურებდი, თუ როგორ ჩხუბობდა 21 ფეხბურთელი მოედანზე.(1990 წლის 20 ოქტომბერი)


ამდენი ხნის შემდეგ, როდესაც მთელი ჩემი კარიერა გავატარე "იუნატედში", დღესაც განვიცდი ყოველი დაპირისპირების წინ, რაღაც არაამქვეყნიურს.
მე არ მაქვს კარგი შედეგი გოლების მხრივ "მეთოფეებთან." მხოლოდ სამი გოლი, მაგრამ ერთ-ერთი გოლი ყველა გულშემატკივარს ემახსოვრება სიცოცხლის ბოლომდე, როდესაც ფინალში გავიყვანე გუნდი.
ჩემი დებიუტი "არსენალთან" 1991 წლის ოქტომბერში შედგა. ის მატჩი 1-1 მორჩა. იმ დროს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გყვავდა, როგორც ჩვენ, ისევე არსენალს, თუმცა ყველაზე ძლიერ "არსენალს" 1998 წელს ვეთამაშე, როდესაც "მეთოფეებში" ირიცხებოდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ: პატრიკ ვიეირა, ემანუელ პეტი, მარკ ოვერმარსი და ნიკოლა ანელკა. მათ ყველაფერი ჰქონდათ, როგორც საფეხბურთო თვალსაზრისით, ისე სიმამაცით. როდესაც მათ ვხვდებოდით, ისინი გვეკითხებოდნენ: "სულ ეს ხართ? ასე აპირებთ ჩვენს დამარცხებას?"

 ჩემი აზრით "არსენალის" ნამდვილი ლიდერი პატრიკ ვიეირა გახლდათ. პატრიკი იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელსაც ნებისმიერი და მათ შორის ჩვენი კლუბიც სურვობდა, თუმცა ყველას არ გვქონდა ამის ბედნიერება. ის ნამდვილი ხერხემალი იყო კლუბის.



არასოდეს დამავიწყდება ის სიტყვები, რაც სერ ალექს ფერგიუსონმა გვითხრა 2004 წლის დაპირისპირებაში, როდესაც ყველაფერი გარკვეული იყო და არსენალი 49 მატჩიანი დაუმარცხელები სერიით გვხვდებოდა. ეს უკვე იყო ნახევარსაუკუნოვანი დაწერილი ისტორია. სერ ალექსი ჩვენს წინ იდგა და გვახსენებდა იმ პასუხისმგებლობას, რასაც ჩვენი მაისური გვანიჭებდა. "ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს." - ამით ყველაფერი ნათვამი იყო. ჩვენ უნდა გავსულავით მოედანზე და მათი ზღაპარი "ჰეფი ენდით" დაგვესრულებინა.  

შემდეგ, ყველასათვის ცნობილი ჰაიბერის გვირაბში მომხდარი შელაპარაკება, სადაც მთავარ როლში პატრიკ ვიეირა, გარი ნევილი და როი კინი იყვნენ. როგორც მახსოვს, ყველაფერი იქედან დაიწყო, როდესაც გასახდელში პატრიკი, გარი ნევილს ეძებდა სასაუბროდ. გახურების დროს კი მცირე შელაპარაკება მოხდა ფრანგსა და გარის შორის, შემდეგ კი ყველაფერი გვირაბში გაგრძელდა... როი ცდილობდა პროვოკაციაზე წამოეგო ვიეირა. მას მანეკენს უწოდებდა, რომელიც კარგ ნიღაბს იყო ამოფარებული და სინამდვილეში მისი გადაწყვეტილება, რომ სენეგალელს საფრანგეთისთვის ეთამაშა, ნათელს ფენდა მის ადამიანობას. ის გაბრაზებული იყო, მაგრამ ამავდროულად აკვირდებოდა და სწავლობდა მის სუსტ წერტილებს, ამით ცდილობდა იმ "ღილაკზე" დაეჭირა, რომელიც ცუდად აათამაშებდა პატრიკ ვიეირას.
საბოლოოდ ეს მატჩი ჩემთვის და გუნდისთვის წარმატებული გამოდგა, რადგან 2-4 მოვიგეთ და მე ამ მატჩში ორი ზუსტი გადაცემა გავუკეთე რონალდუს და გოლიც გავიტანე.
ამჟამინდელ "არსენალში" მე ვხედავ იმ დროინდელ კარგ ფეხბურთელებს, მაგალითად: ალექსის სანჩესი, მესუთ იოზილი, სანტი კასორლა, აარონ რემსი და ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლინი. ასევე მომწონს შკოდრან მუსტაფის და ლორან კოშელნის დუეტი. დღევანდელ "არსენალს" შეუძლია ნებისმიერი გუნდის დამარცხება მსოფლიოს მასშტაბით. – თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ტიტულს მოიგებენ. საბოლოო ჯამში, მე ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს ხვალინდელი მატჩის და ვიმედოვნებ, რომ "მანჩესტერი" გამარჯვებას მოიპოვებს." - The Telegraph

მატჩი 19 ნოემბერს(ხვალ) გაიმართება და თბილისის დროით 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.


გიორგი ქოქიაშვილი, სპეციალურად FOOTBALLNEWS-ისთვის.


საინტერესო

  • levani25
  • 19 ნოემბერი 2016 08:09
მანჩესტერი მოიგებს ნაღდი ვიცი smile
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით