ჯერარდის ახალი გამოწვევა - მთავარი მწვრთნელი

19-11-2016, 20:12

სტივენ ჯერარდი ახალი გამოწვევის წინაშე დგას, მას ინგლისის რანგით მესამე ჩემპიონატის გუნდი "მილტონ კეინს დონსი" ეპატიჟება და გადაწვეტილებას ორშაბათს მიიღებს. ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" ყოფილ კაპიტანს, "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" კონტრაქტი დეკემბრამდე აკავშირებს, თუმცა ის მოცდას არ აპირებს და ახალ საფეხბურთო გამოწვევას უდგება პირისპირ. როგორც ბრიტანელი ჟურნალისტები იუწყებიან, სტივი ჯიმ, შეთავაზება რამდენიმე დღისწინ მიიღო კლუბისგან და მას მოსაფიქრებლად, დროც კი დაუწესეს ორშაბათამდე.

მის სახელს ასევე აკავშირებენ, შოტლანდიის ჩემპიონ "სელტიკთან", სადაც სტივს, ყოფილი მწვრთნელი, ბრენდან როჯერსი იწვევს, როგორც ასისტენტს.

ლეგენდარული 36 წლის ფეხბურთელი, "ლოს ანჯელეს გალაქსის" 2015 წლის ივნისში შეუერთდა, მას შემდეგ, რაც "ლივერპულთან" ერთად გატარებულ 17 წელში და ჩატარებულ 710 მატჩში, 8 დიდი ტიტულის მოგება მოახერხა.


საინტერესო

  • Sandro
  • 19 ნოემბერი 2016 22:17
საინტერესო იქნება ეს მწვრთნელის პოზიციაზე
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით