"ინტერში" დი მარიას განიხილავენ

19-11-2016, 22:38

"ინტერნაციონალე" მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, თამამი ნაბიჯის გადადგმას აპირებს. იტალიელები, მზად არიან შეიძინონ ანხელ დი მარია, თუ ხამეს როდრიგესი მეორედ უარყოფს მათ შეთავაზებას და "მადრიდის რეალში" დარჩენას ამჯობინებს.

"ნერაძური" აპირებს ფეხბურთის მესვეურების გაკვირვებას და ჩვენებას, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერი ტალანტის მიზიდვა საკუთარ კლუბში, Suning Holdings Group-ის დახმარებით.

მას შემდეგ, რაც ფრანკ დე ბურს გამოემშვიდობა "ინტერი", გუნდს სათავეში ჩაუდგა სტეფანო პიოლი, რომელმაც მიზნად დაისახა "პარი სენ-ჟერმენს" გამოსტაცოს "ანგელოზი" და სან სიროზე ათამაშოს.

არგენტინელ შემტევს, პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს. 


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით