ვერონი დიდ ფეხბურთს უბრუნდება

20-11-2016, 16:20

ხუან სებასტიან ვერონმა განაცხადა, რომ ის დაბრუნებას აპირებს დიდ ფეხბურთში "ესტუდიანტესთან" ერთად, მას შემდეგ რაც 2014 წელს კარიერა დაასრულა.

"მანჩესტერ იუნატედის" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, რომელმაც ორიოდი წლის წინ, საფეხბურთო ბუცები კედელზე ჩამოკიდა, 2017 წლის იანვარში დაბრუნებას გეგმავს და მზად არის, ითამაშოს იმ კლუბში, სადაც პირველი ნაბიჯი გადადგა დიდი ფეხბურთისკენ.

41 წლის ვერონმა პირობა დადო, ითამაშებდა კოპა ლიბერტადორესის გათამაშებაზე იმ შემთხვევაში, თუ გულშემატკივრები, "ესტუდიანტესის" ახალ სტადიონზე, ბილეთების 65%-ს შეიძენდნენ. ფანების აქტივობამ არ დააყოვნა და არგენტინელიც პირობის შესრულებისთვის მზად არის.

"მან თქვა, რომ სურს დაბრუნდეს ინვარში, ფეხბურთელის რანგში. ვერონი ითამაშებს, როგორც ჩემპიონატში, ისევე ლიბერტადორესის თასზე." - "ესტუდიანტესის" ნახევარმცველი ისრაელ დამონტი, "La Oral Deportiva"-სთან საუბრისას.

აქვე გეტყვით, რომ ლეგენდარული არგენტინელი ნახევარმცველი, თამაშობდა ისეთ ტოპ კლუბებში, როგორიც არის: "ბოკა ხუნიორსი", "ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ინტერნაციონალე" და "ლაციო." ვერონს ასევე ჩატარებული აქვს 73 მატჩი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში.

საინტერესო

  • kuso
  • 22 ნოემბერი 2016 15:13
Tavis droze brckinavda LACIOSHI magari kaci iko.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით