ლემარი: "არ ვფიქრობ "მანჩესტერ სიტიზე" ამჟამად"

21-11-2016, 00:16

მას შემდეგ, რაც "მონაკოს" ახალგაზრდა შემტევმა, ტომა ლემარმა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ითამაშა, მსოფლიოს ტოპ გუნდების ყურადღება მიიპყრო და რამდენიმეს რადარზეც გამოჩნდა.

სხვაგვარად ფიქრობს თავად ლემარი და ამტკიცებს, რომ სრულიად ფოკუსირებულია ლიგა ერთის მოგებაზე "მონაკოსთან" ერთად, იმის მიუხედავად, რომ მისით ინტერესდებიან ისეთი კლუბები, როგორებიც არიან: "მადრიდის ატლეტიკო" და "მანჩესტერ სიტი."

დიდიე დეშამმა, 15 ნოემბერს იგი პირველად გამოიძახა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში, სადაც ამხანაგურ შეხვედრაში კოტ დ'ივუართან ითამაშა.

"ის ნამდვილად ტოპ კლასის ფეხბურთელია. მას აქვს სისწრაფე. მართალია სუსტი აღნაგობის არის. ლემარმა ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს მოედანზე და მაქსიმალურად ცდილობს, დავალება წარმატებით შეასრულოს." - დიდიე დეშამი


არსებობს ვარაუდები, რომ ტომა ლემარი "მონაკოს" ზამთარში დატოვებს და ლა ლიგის ან პრემიერ ლიგის გრანდს შეუერთდება, თუმცა მან ყველა შემოთავაზება უარყო.

"მე საერთოდ არ ვფიქრობ არაფერს. მე მხოლოდ "მონაკოზე" და "მონაკოსთან" ერთად წარმატებაზე ვარ ორიენტირებული." - განაცხადა ლემარმა "Telefoot"-თან საუბრისას.

21 წლის შემტევმა ნახევარმველმა, მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა. 


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით