• 13-07-2023
    სპალეტი: "ნაპოლის ახალ მწვრთნელს ამ რჩევას მივცემდი"
    სპალეტი: "ნაპოლის ახალ მწვრთნელს ამ რჩევას მივცემდი"
    Author of the article
    Aa

    "ნაპოლის" აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ლუჩიანო სპალეტის "პარტენოპეის" ახალი მესაჭის  შესახებ ჰკითხეს აზრი. 61 წლის სპეციალისტმა რუდი გარსია დადებითად დაახასიათა და მას რჩევაც მისცა.

    "გარსიას არჩევა "ნაპოლისთვის" შესანიშნავი არჩევანი გახლდათ. რუდის მაქსიმალურ სიმშვიდეში მუშაობას ვურჩევ. იგი ერთობ გამოცდილი მწვრთნელია.

    საკმარისი იქნება თუ არა 200 მილიონი ევრო ოსიმენის საყიდლად? არ ვიცი, შეიძლება ის უფრო ძვირადაც კი ფასობდეს," - განაცხადა სპალეტიმ.

    შეგახსენებთ, რომ რუდი გარსია "პარტენოპეიმ" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე 16 ივნისს დანიშნა. რაც შეეხება სპალეტის, მან კლუბი თავისი სურვილით დატოვა და მიზეზად "ნაპოლიში" საკუთარი თავის ამოწურვა დაასახელა.

    ცნობისთვის, გასულ სეზონში ლუჩიანომ ნეაპოლელებს იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა.


    ტეგები:
    Facebook კომენტარები