• 03-08-2023
    "ბარსელონას" ნეიმარი შესთავაზეს
    "ბარსელონას" ნეიმარი შესთავაზეს
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ფრანგი გარემარბის, უსმან დემბელეს "პარი სენ ჟერმენში" გადაბარგება გადაწყვეტილია.

    "ბლაუგრანასა" და პარიზულ კლუბს შორის დიდხნიანი მოლაპარაკებები არ შემდგარა, რადგან 26 წლის შემტევი თავის კონტრაქტში არსებული ერთ-ერთი პუნქტით სარგებლობს და ისე მიდის, "პსჟ-ს" კი მხოლოდ შესაბამისი თანხის გადახდა სჭირდება.

    მიუხედავად ამისა, თუ Sport-ს დავუჯერებთ, ლიგა ერთის ჩემპიონებისგან "ბარსას" ერთი შეთავაზება მაინც მიუღია.

    წყაროს თანახმად, პარიზელებმა "ბარსას" ნეიმარ ჟუნიორის იჯარით წაყვანა შესთავაზეს, მაგრამ "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ეს წინადადება უმალვე უარით გაისტუმრეს. ჩავი ერნანდესს ბრაზილიელი მეგავარსკვლავი არ სურს.

    საიდუმლო არ არის, რომ 31 წლის თავდამსხმელს "ბარსელონასკენ" მიუწევდა გული, თუმცა ჩავისთან ერთად ეს არ მოხდება.

    გასულ სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში ნეიმ 18 გოლი და 17 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები