როგორც მოგეხსენებათ, 23 წლის ქართველი ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი ბოლო დროის განმავლობაში ბრწყინვალე ფორმაშია.
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მექვაბიშვილი იტალიური “ჯენოას” სამიზნეა.
“ჯენოამ” გადაწყვიტა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან არაერთი ტრანსფერი განახორციელოს.
ცნობისთვის, მექვაბამ მიმდინარე სეზონში “კრაიოვას” მაისურით ჩატარებულ 10 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.