მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ კრიშტიანო რონალდომ UFC-ის ქართველ ჩემპიონ ილია თოფურიაზე ისაუბრა.
როგორც პორტუგალიელმა PFL-თან ინტერვიუში ილიას ჰოლოუეისთან ბრძოლამდე განაცხადა, ილია ზედმეტად ბევრს საუბრობს და თუ სურდა, რომ მისი პატივისცემა დაემსახურებინა, ჰოლოუეი უნდა დაემარცხებინა.
"ილია ბევრს საუბრობს, იგი საუკეთესო მებრძოლებთან არ ჩხუბობს. მართალია ვოლკანოვსკი დაამარცხა, თუმცა ალექსი ამ ბრძოლისთვის მზად არ იყო. თუ ილია მაქსს დაამარცხებს, ჩემს პატივისცემასაც დაიმსახურებს", - განაცხადა რონალდომ.
პორტუგალიელის ამ განცხადებას ილიამაც უპასუხა.
"არ ველოდი, რომ შენნაირი ადამიანი ამპარტავნებასა და თავდაჯერებულობას ერთმანეთისგან ვერ გაარჩევდა. ჩვენ ყველანი საკუთარ
რეალობას ავსახავთ სხვებზე. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ კარიერის დარჩენილ ეტაპზე, ღმერთმა დალოცოს შენი ოჯახი", - უპასუხა თოფურიამ რონალდოს.
შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს, ,,აბუ დაბიში” UFC 308-ზე, ქვემსუბუქი წონის (66 კგ) საჩემპიონო ორთაბრძოლაში ილია თოფურიამ (16-0) მაქს ჰოლოუეი (26-8) ნოკაუტით დაამარცხა. ეს ილია თოფურიასთვის მე-16 გამარჯვება იყო. ქართველ მებრძოლს არცერთი დამარცხება არ ჰქონია და ამ გამარჯვებით, UFC-ის ისტორიაში პირველი ქართული ქამრის დაცვა მოახერხა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ