"ჩვენ შორის არაფერი ცუდი არ ხდებოდა, რატომ უნდა დავშორებოდი? ის ჩემთვის ზედმეტად იდეალური იყო" - რიკარდო კაკას ოჯახური დრამა: რატომ მიატოვა ბავშვობის სიყვარულმა "ჩვენ შორის არაფერი ცუდი არ ხდებოდა, რატომ უნდა დავშორებოდი? ის ჩემთვის ზედმეტად იდეალური იყო" - რიკარდო კაკას ოჯახური დრამა: რატომ მიატოვა ბავშვობის სიყვარულმა » Footballnews "ჩვენ შორის არაფერი ცუდი არ ხდებოდა, რატომ უნდა დავშორებოდი? ის ჩემთვის ზედმეტად იდეალური იყო" - რიკარდო კაკას ოჯახური დრამა: რატომ მიატოვა ბავშვობის სიყვარულმა
გათიშვა

"ჩვენ შორის არაფერი ცუდი არ ხდებოდა, რატომ უნდა დავშორებოდი? ის ჩემთვის ზედმეტად იდეალური იყო" - რიკარდო კაკას ოჯახური დრამა: რატომ მიატოვა ბავშვობის სიყვარულმა

"ჩვენ შორის არაფერი ცუდი არ ხდებოდა, რატომ უნდა დავშორებოდი? ის ჩემთვის ზედმეტად იდეალური იყო" - რიკარდო კაკას ოჯახური დრამა: რატომ მიატოვა ბავშვობის სიყვარულმა
1 თვის და 1 კვირის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ბრა­ზი­ლი­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი რი­კარ­დო კაკა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა მხო­ლოდ მი­სა­ბაძ სპორ­ტსმე­ნად მი­იჩ­ნე­ო­და, არა­მედ ის ით­ვლე­ბო­და სა­მა­გა­ლი­თო მე­უღ­ლედ, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, კა­რო­ლინ სე­ლი­კო­ზე შე­ირ­თო ცო­ლად. ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში კაკა ხში­რად სა­უბ­რობ­და მე­უღ­ლის შე­სა­ხებ და მას აღ­მერ­თებ­და. ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, 10-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, 2015 წელს წყვი­ლი გან­ქორ­წინ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ გან­შო­რე­ბის შე­სა­ხებ უც­ნა­უ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. "ქა­ლის თქმით, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე მის­თვის ზედ­მე­ტად იდე­ა­ლუ­რი იყო".

"დიდი სი­მა­მა­ცე დამ­ჭირ­და და­შო­რე­ბის­თვის, რად­გან არ მქონ­და ისე­თი მი­ზე­ზე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ძა­ლა­დო­ბა ან ღა­ლა­ტი", - ამ­ბობ­და კა­რო­ლი­ნა.

ქალი იხ­სე­ნებ­და, რომ ქმარ­თან კონ­ფლიქ­ტი არა­ფერ­ზე არ ჰქონ­და მათ შო­რის ცუდი არა­ფე­რი ხდე­ბო­და.

"ჩვენ შო­რის არა­ფე­რი ცუდი არ ხდე­ბო­და, მა­შინ რა­ტომ უნდა დავ­შო­რე­ბო­დი? რა­ტომ არ ვი­ყა­ვი ბედ­ნი­ე­რი? - თავს უფრო მე­ტად და­მარ­ცხე­ბუ­ლად ვგრძნობ­დი, რო­გორც ადა­მი­ა­ნი, რად­გან ვცხოვ­რობ­დი ქორ­წი­ნე­ბა­ში ძა­ლი­ან კარგ, პა­ტი­ო­სან და შვი­ლე­ბის­თვის შე­სა­ნიშ­ნავ მა­მას­თან.

კა­კას­თვის არას­დროს მი­ღა­ლა­ტია. ის ძა­ლი­ან კარ­გად მექ­ცე­ო­და, მომ­ცა სა­ო­ცა­რი ოჯა­ხი, მაგ­რამ მე ბედ­ნი­ე­რი არ ვი­ყა­ვი, რა­ღაც მაკ­ლდა. პრობ­ლე­მა ის იყო, რომ ის ჩემ­თვის ზედ­მე­ტად იდე­ა­ლუ­რი იყო.

მაგ­რამ ამ ქორ­წი­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბა ჩემი პი­როვ­ნუ­ლი ზრდის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო", - ამ­ბობს ფეხ­ბურ­თე­ლის ყო­ფი­ლი ცოლი.

მე­ო­რე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

ყო­ფი­ლი ცო­ლის ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ, 41 წლის კა­კამ ეს სა­კი­თხი ეს­პა­ნურ გა­მო­ცე­მა Sport-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გან­მარ­ტა. მან აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, რათა ქორ­წი­ნე­ბა გა­და­ერ­ჩი­ნა, რად­გან ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ამის­კენ უბიძ­გებ­და: "ქრის­ტი­ა­ნე­ბი არ ქორ­წინ­დე­ბი­ან იმის­თვის, რომ გან­ქორ­წინ­დნენ“.

მად­რი­დის "რე­ა­ლი­სა“ და "ორ­ლან­დო სი­ტის“ ყო­ფილ­მა ვარ­სკვლავ­მა თქვა:"2005 წელს დავ­ქორ­წინ­დი, მაგ­რამ ჩემს ცოლს აღარ სურ­და ეს ურ­თი­ერ­თო­ბა.

მი­თხრა, ბედ­ნი­ე­რი არ ვარ და ამას ქორ­წი­ნე­ბას ვაბ­რა­ლებ. აშშ-ში ვცხოვ­რობ­დით, მაგ­რამ მთხო­ვა, ბრა­ზი­ლი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო."ბრა­ზი­ლი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბა მინ­და, მინ­და იქ ვი­ცხოვ­რო და აღარ მსურს გა­თხო­ვი­ლი მერ­ქვას", - ზუს­ტად ეს სი­ტყვე­ბი მი­თხრა", - იხ­სე­ნებს რი­კარ­დო კაკა.

2015 წლის დე­კემ­ბერ­ში ცოლ­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ, კა­კას რთუ­ლი პე­რი­ო­დი და­უდ­გა, რად­გან გან­ქორ­წი­ნე­ბა მის რე­ლი­გი­ურ შე­ხე­დუ­ლე­ბებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და.

კა­კას ახა­ლი რჩე­უ­ლი

"ერთი წელი მარ­ტო ვი­ყა­ვი, ვცდი­ლობ­დი ამ მდგო­მა­რე­ო­ბის გა­აზ­რე­ბას და მას ქრის­ტი­ა­ნუ­ლად ვუმკლავ­დე­ბო­დი – ვე­სა­უბ­რე­ბო­დი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, რად­გან ბიბ­ლია გან­ქორ­წი­ნე­ბას კრძა­ლავს, მაგ­რამ მე მა­ინც გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი", - ამ­ბობს ფეხ­ბურ­თე­ლი.

2017 წელს კა­კამ და­ი­წყო ურ­თი­ერ­თო­ბა ბრა­ზი­ლი­ელ მო­დელ კა­რო­ლი­ნა დი­ას­თან, რო­მელ­ზეც 2024 წელს და­ი­ნიშ­ნა. მათ ერთი წლის გო­გო­ნა ჰყავთ.

წყარო: ამბები

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ