თურქული საფეხბურთო კლუბი, "გალათასარაი" ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ აპირებენ, "ფენერბაჰჩეს" მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დაიწყონ. კლუბის მტკიცებით, მიზეზი მოურინიოს "რასისტული განცხადებებია, რომელიც მან გალათასარაი-ფენერბაჰჩეს მატჩის შემდეგ გააკეთა. მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა.
უცნობია, ჟოზეს რომელ განცხადებებს გულისხმობენ "გალათასარაიში".
აღნიშნული მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე მოურინიომ თქვა, რომ მეტოქე გუნდის სათადარიგო სკამის ფეხბურთელები "მაიმუნებივით ხტოდნენ". ასევე, გააკრიტიკა თურქი მსაჯები და მათ მიმართ გამოიყენა სიტყვა "კატასტროფა".:
თურქეთის სასამართლოსთვის მიმართვის გარდა, "გალათასარაიში" აცხადებენ, რომ ოფიციალურ საჩივრებს წარუდგენენ ასევე ფეხბურთის მმართველ ორგანოებს.
"ფენერბაჰჩეს" ჯერ არ უპასუხია ამ ბრალდებებისთვის და არც მოურინიოს გაუკეთებია ჯერჯერობით კომენტარი.
"თურქეთში მისი მენეჯერული მოვალეობის დაწყების დღიდან, ფენერბაჰჩეს მენეჯერი ჟოზე მოურინიო დაჟინებით ავრცელებს დამამცირებელ განცხადებებს თურქი ხალხის მიმართ. დღეს მისი დისკურსი ამორალური კომენტარების მიღმა გადაიზარდა ცალსახად არაადამიანურ რიტორიკაში.
ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ ჩვენი განზრახვის შესახებ, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ჟოზე მოურინიოს რასისტულ განცხადებებთან დაკავშირებით და შესაბამისად, ოფიციალურ საჩივრებს წარვუდგენთ UEFA-სა და FIFA-ს", - ნათქვამია "გალათასარაის" განცხადებაში..
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ