64 გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე - ფეხბურთის მამები მორიგ რევოლუციურ ცვლილებას ამზადებენ 64 გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე - ფეხბურთის მამები მორიგ რევოლუციურ ცვლილებას ამზადებენ » Footballnews 64 გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე - ფეხბურთის მამები მორიგ რევოლუციურ ცვლილებას ამზადებენ
გათიშვა

64 გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე - ფეხბურთის მამები მორიგ რევოლუციურ ცვლილებას ამზადებენ

64 გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე - ფეხბურთის მამები მორიგ რევოლუციურ ცვლილებას ამზადებენ
2 თვის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ფიფაში განიხილავენ გუნდების რაოდენობის გაზრდას 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, კერძოდ 48-დან 64-მდე, ტურნირის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად. 2030 წელს გასამართი ტურნირი სამ კონტინენტზეა გაშლილი — ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო მთავარი მასპინძლები არიან, ხოლო თითო ჯგუფური მატჩი ასევე გაიმართება ურუგვაიში, არგენტინასა და პარაგვაიში.

ფიფას საბჭოს წევრმა, ურუგვაელმა ინასიო ალონსომ ეს იდეა წამოაყენა ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე და მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის ბევრი მაღალი რანგის ფიგურა შეშფოთებულია ამ წინადადებით, ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ ეს იდეა აუცილებლად უნდა განიხილონ.

2030 წლის ფორმატმა უკვე გამოიწვია კრიტიკა. პირველ რიგში იმის გათვალისწინებით, თუ რა რაოდენობის მგზავრობა იქნება საჭირო გუნდებისთვის და გულშემატკივრებისთვის და თუ ზემოთ ხსენებული იდეა განხორციელდება, პრობლემები უფრო გაიზრდება.

ფიფას განცხადებაში ნათქვამია: "წინადადება მივიღეთ 64-გუნდიანი ტურნირის ჩატარების თაობაზე მსოფლიო ჩემპიონატის ასი წლის აღსანიშნავად. იდეა აღიარებულ იქნა, რადგან ფიფა მოვალეა გააანალიზოს საბჭოს რომელიმე წევრის ნებისმიერი წინადადება."

FACEBOOK კომენტარები