ვილიამ სალიბა და "არსენალი" ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ ვილიამ სალიბა და "არსენალი" ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ » Footballnews ვილიამ სალიბა და "არსენალი" ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ
გათიშვა

ვილიამ სალიბა და "არსენალი" ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ

ვილიამ სალიბა და "არსენალი" ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ
3 კვირის და 3 დღის წინ
გიორგი არახამია

ლონდონის „არსენალმა“ და ვილიამ სალიბამ ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

როგორც ავტორიტეტული ჟურნალისტი დევიდ ორნსტეინი იუწყება, 24 წლის ფრანგი მცველი უახლოეს დღეებში გუნდთან ახალ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის მიმართ სერიოზულ ინტერესს მადრიდის "რეალი" გამოხატავდა, თუმცა ფრანგმა მცველმა ამ ქმედებით ლონდონური კლუბის მიმართ ერთგულება დაადასტურა და აღნიშნა, რომ მისი დიდი მიზანია ტიტულების მოგება „მეთოფეთა“ მაისურით.

ამ გადაწყვეტილებით მიკელ არტეტას გუნდმა ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ცენტრალური მცველი თავის რიგებში შეინარჩუნა.




FACEBOOK კომენტარები