ესპანური გამოცემა Sport-ის ცნობით, „ბარსელონამ“ და ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა კონტრაქტის განახლებაზე სრულ შეთანხმებს უკვე მიაღწიეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალური განცხადება კლუბის მხრიდან მომავალ კვირაში გაკეთდება.
ცნობისთვის, დე იონგი „ბარსელონაში“ 2019 წლიდან თამაშობს და ამ პერიოდში გუნდის ნახევარდაცვის ცენტრში ერთ-ერთ უმთავრეს ფიგურად იქცა.
ამასთან ერთად ნიდერლანდელი "ბარსაში" ბედნიერია და გუნდშიც ძალიან აფასებენ.