დადასტურდა - რატომ არ აღდგება კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტი დადასტურდა - რატომ არ აღდგება კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტი » Footballnews დადასტურდა - რატომ არ აღდგება კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტი
გათიშვა

დადასტურდა - რატომ არ აღდგება კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტი

დადასტურდა - რატომ არ აღდგება კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტი
7 საათის და 9 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

2024 წელს პსჟ „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ 200 მილიონ ევროს სთავაზობდა. მაშინ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა უარი უთხრა, მაგრამ საბოლოოდ ვერცერთი ვერ შეინარჩუნა. კვარაცხელია პსჟ-ში გადავიდა, ოსიმენი კი - „გალათასარაიში“.

პარიზული გუნდის მწვრთნელს ლუის ენრიკეს არ უნდა ოსიმენის დამატება, რადგან არ უყვარს კლასიკური ცენტრფორვარდით თამაში და თანაც, როგორც ეტყობა, ის პიროვნულადაც დიდად არ მოსწონს. თუმცა სულ სხვა აზრისაა კლუბის სპორტული დირექტორი ლუიშ კამპუში. სწორედ პორტუგალიელმა მიიღო აქტიური მონაწილეობა 2020 წელს ვიქტორის „ლილიდან“ „ნაპოლიში“ გადაყვანაში და უნდა ახლა „პარი სენ ჟერმენში“ გადაიბიროს, რასაც როგორც ეტყობა, ვერ განახორციელებს. Footmercato-ს ცნობით, პარიზული კლუბი ოსიმენის წლიურ გასამრჯელოს (20 მილიონი ევრო) და სავარაუდო თანხას, რომელსაც „გალათასარაი“ მოითხოვს (150 მილიონი), გადაჭარბებულად მიიჩნევს.

გამოცემის მტკიცებით, ოსიმენის სამსახურით სერიოზულადაა დაინტერესებული „ბაიერნის“ მწვრთნელი ვენსან კომპანი. მას ნიგერიელის თამაში ჯერ კიდევ „შარლერუადან“ ახსოვს და ძალიან უნდა ზაფხულში ჰარი კეინის შემცვლელად დაიმატოს. 

ოსიმენის მიმართ ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედი“, „იუვენტუსი“ და „ატლეტიკო“ აღარ იჩენენ, საუდის არაბეთში გადაბარგება კი თავად ფეხბურთელს არ სურს. ასე რომ, რჩება ორი ვარიანტი - ან „გალათასარაიში“ დარჩება და ან „ბაიერნი“ შეიძენს, რაც ასევე ნაკლებად მოსალოდნელია, ვინაიდან „რეკორდმაისტერი“ როგორც წესი, ტრანსფერებში ამხელა თანხის გადახდას ერიდება. 

არადა, რა კარგი იქნებოდა ხვიჩას და ვიქტორის ისევ ერთად თამაში, კიდევ რამდენ გოლს გაიტანდნენ და როგორ გაახარებდნენ გულშემატკივრებს, მაგრამ დიდებული დუეტის აღდგენა, როგორც ჩანს, აუხდენელ ოცნებად დარჩება.

FACEBOOK კომენტარები