Fichajes-ის ინფორმაციით, პსჟ-ის 30 წლის ესპანელი ნახევარმცველი, ფაბიან რუისი, შესაძლოა მადრიდის „რეალს“ შეუერთდეს.
ფეხბურთელს პარიზელებთან ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა კლუბმა მომავალში მისი უსასყიდლოდ დაკარგვის რისკის თავიდან ასაცილებლად, შესაძლოა ტრანსფერს ახლავე დათანხმდეს. წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბი“ ესპანელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს. შესაბამისად, მაღალია ალბათობა იმისა, რომ რუისმა მომავალ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად აღარ ითამაშოს.
შეგახსენებთ, რომ ფაბიანი პარიზულ გრანდს 2022 წელს „ნაპოლიდან“ შეუერთდა. გასულ სეზონში მის ანგარიშზე ჩატარებულ 34 შეხვედრაში 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. Transfermarkt-ი მის სატრანსფერო ღირებულებას 30 მილიონ ევროდ აფასებს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ