"ნაპოლიდან" "გალათასარაიში" განათხოვრებული ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი შესაძლოა, ზაფხულში "იუვენტუსში" გადავიდეს, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ფრანჩესკო ოპინი ავრცელებს.
მისი აზრით, ტრანსფერის შანსს კრისტიანო ჯუნტოლის ფაქტორი ზრდის, რომელიც წლების განმავლობაში "პარტენოპეის" სპორტული დირექტორი იყო და ნიგერიელთან კარგი ურთიერთობა აქვს.
"ვფიქრობ, "იუვე" ზაფხულში ფორვარდს შეიძენს და მას პირადად ჯუნტოლი შეარჩევს, ის კი არჩევანს ვიქტორზე გააკეთებს. ჩემი აზრით, ოსიმენი მომდევნო სეზონში "ბებერი ქალბატონის" რიგებში ითამაშებს", - განაცხადა ოპინიმ Netweek Sport-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ოსიმენმა მიმდინარე სეზონში "გალათასარაის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 12 მატჩი გამართა,
თავი კი 9 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
