ცნობილია: ვინაა „აიაქსის“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი ცნობილია: ვინაა „აიაქსის“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი » Footballnews ცნობილია: ვინაა „აიაქსის“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი
გათიშვა

ცნობილია: ვინაა „აიაქსის“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი

ცნობილია: ვინაა „აიაქსის“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი
2 წლის და 11 თვის წინ
ირაკლი ხასაია
უგულშემატკივრე Black Fortress-ს

როგორც მოგეხსენებათ, ამსტერდამის "აიაქსმა" გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მორის სტეინი გაათავისუფლა. 

ნიდერლანდურ პრესაში უკვე ვრცელდება ცნობები იმის თაობაზე, თუ ვინ ჩაუდგებათ სათავეში "იოჰან კრუიფ არენის" ბინადრებს.

AD.Sportwereld-ის ინფორმაციით, "აიაქსი" 59 წლის სპეციალისტს, ჯონ ვან'ტ შიპს სთხოვს, რომ გუნდს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელოს.

ვან'ტ შიპი "აიაქსის" ფანებისთვის კარგად ნაცნობი ფიგურაა. 1981-1992 წლებში მან "ღვთის შვილების" მაისურით 273 მატჩი ჩაატარა და თავი 29 გოლით გამოიჩინა. ნიდერლანდების ნაკრებში მას 40 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

სხვათა შორის, 2008-2010 წლებში ნიდერლანდელი "აიაქსის" სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო. 2009 წელს მას გუნდის დროებით თავკაცადაც მოუწია მუშაობა. 

ბოლო გუნდი, რომელსაც ვან'ტ შიპი წვრთნიდა, საბერძნეთის ეროვნული ნაკრები გახლდათ. იქ მან 2 წელზე მეტი იმუშავა და ელადა 2021 წლის ნოემბერში დატოვა.

გირჩევთ