გიორგი მიქაუტაძემ ერედივიზიონის მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან მეორედ დაიწყო. "აიაქსის" ქართველი თავდამსხმელი "ალმერესთან" მატჩში მოედანზე პირველივე წუთიდანვე გამოჩნდა, თუმცა თავი ვერაფრით გამოიჩინა და შესვენებაზე შეცვალეს კიდეც.
22 წლის შემტევის უფერული გამოსვლის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად ის უნდა დავასახელოთ, რომ ცენტრფორვარდის პოზიციაზე იგი კვლავ არ ათამაშეს. აღნიშნულის შესახებ კომენტარი ამსტერდამელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან'ტ სხიპმაც გააკეთა.
"ვარჯიშებზე მიქაუტაძე უკეთესად გამოიყურებოდა. მას ხაზებს შორის მეტად უნდა ემოძრავა, როგორც 10-იანს, თუმცა ამით არაფერი გამოვიდა.
ის საკუთარი თავით უკმაყოფილო დარჩა," - განაცხადა ნიდერლანდური კლუბის მესაჭემ.
"აიაქსი" დღევანდელ მატჩს ჩუბა აკპომისა და ბენჯამინ ტაჰიროვიჩის გოლებით იგებდა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, თუმცა "ალმერემ" ქულა მაინც დაიტოვა. საბოლოო ანგარიშად 2:2 დაფიქსირდა.
ამსტერდამელებს 12 ქულა აქვთ და ერედივიზიონის სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციას ამაგრებენ. 25 ნოემბერს ისინი არნემის "ვიტესს" უმასპინძლებენ.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ