ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებების საკმაოდ დიდმა ნაწილმა განაცხადი უკვე გამოაქვეყნა. ზოგ შემთხვევაში ეს განაცხადი საბოლოო, ზოგანაც კი - გაფართოებული, რაც იმას ნიშნავს, რომ იქიდან რამდენიმე ფეხბურთელის ამოვარდნას უნდა ველოდოთ.
გერმანულ ვებსაიტს Transfermarkt.com-ს ხსენებული გუნდები ფასის მიხედვით ჰყავს დალაგებული. მართალია, უკეთ აღქმადი სურათი ყველა გუნდის მიერ საბოლოო განაცხადის შემოთავაზების შემდეგ გვექნება, მაგრამ ახლაც არ იქნებოდა ურიგო იმის ნახვა, თუ რომელ ქვეყანას წარმოადგენს ყველაზე ძვირადღირებული გუნდი.
ვინაიდან ფეხბურთელთა რაოდენობები ჯერ განსხვავებულია, სწორება ერთი მოთამაშის საშუალო ღირებულებაზე ავიღოთ.
პირველ ადგილს ინგლისის ეროვნული ნაკრები არავის უთმობს. "სამ ლომში" ერთი ფეხბურთელი საშუალოდ 54 მილიონ ევროდაა შეფასებული. 33-კაციანი განაცხადის ჯამური ღირებულება კი 1.79 მილიარდი ევროა.
ტოპ 5 შემდეგნაირად გამოიყურება:
1. ინგლისი
2. საფრანგეთი
3. პორტუგალია
4. ესპანეთი
5. ნიდერლანდები
საქართველოს ნაკრები 24 გუნდს შორის მე-20-ა. "ჯვაროსნების" 26-კაციანი განაცხადის წევრების ჯამური ფასი 153.4 მილიონი ევროა, ერთი ფეხბურთელის საშუალო ღირებულება კი - 5.9 მილიონი ევრო. ვახსენოთ ისიც, რომ ვილი სანიოლის შეგირდები ამ შედეგებით სლოვენიას, სლოვაკეთს, ალბანეთსა და რუმინეთს აღემატებიან.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024 სტარტს 14 ივნისს, გერმანიისა და შოტლანდიის დაპირისპირებით აიღებს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ