ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, დღეების გასვლასთან ერთად კი საფეხბურთო ციებ-ცხელებაც შესამჩნევად იმატებს.
მოახლოებული ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდი საქართველოს ნაკრები იქნება. "ჯვაროსნები" დიდ საფეხბურთო ფორუმზე არსებობის ისტორიაში პირველად არიან, ამიტომ, ბუნებრივია, მათ თამაშს ყველა განსაკუთრებული ინტერესით მიადევნებს თვალს.
ვილი სანიოლის გუნდი აუტსაიდერად განიხილება. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში ქართველებს ტიტულის მოგების ყველაზე დაბალი შანსი მიანიჭეს. ბევრი მათგან ჯგუფიდან გასვლასაც არ ელოდება.
სკეპტიკოსთა რიცხვს არ უნდა მივაკუთვნოთ უცნობი ინგლისელი, რომელსაც, როგორც ჩანს, "ჯვაროსანთა" წარმატებაში ეჭვი არ ეპარება. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან საქართველოს ნაკრების თურქეთის ეროვნულ გუნდთან გამარჯვებაზე ფსონად 50 ათასი ფუნტი სტერლინგი განათავსა.
თუ სანიოლის შეგირდები ამ ადამიანს იმედს გაუმართლებენ, მოგებული თანხა 210 ათასი ფუნტი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ქართველები თავიანთთვის პირველ მატჩს სწორედ თურქეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებენ. "სიგნალ იდუნა პარკიი" შეხვედრას 18 ივნისს, თბილისის დროით 20 საათიდან უმასპინძლებს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ