კატეგორიული უარი რუსებს! - რა გადაწყვეტილება მიიღო UEFA-მ კატეგორიული უარი რუსებს! - რა გადაწყვეტილება მიიღო UEFA-მ » Footballnews კატეგორიული უარი რუსებს! - რა გადაწყვეტილება მიიღო UEFA-მ
გათიშვა

კატეგორიული უარი რუსებს! - რა გადაწყვეტილება მიიღო UEFA-მ

კატეგორიული უარი რუსებს! - რა გადაწყვეტილება მიიღო UEFA-მ
23 საათის და 39 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

UEFA არ შეცვლის თავის დამოკიდებულებას რუსეთთან დაკავშირებით.

ევროპის მთავარ საფეხბურთო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ რუსეთის დაბრუნება საერთაშორისო ტურნირებში, თუნდაც ახალგაზრდული გუნდების დონეზე, შეუძლებელია იქამდე, სანამ არ იქნება მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება, – იტყობინება სააგენტო Press Association-ი (PA).

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია, დაუშვან რუსი იუნიორები ინდივიდუალურ და გუნდურ ტურნირებზე დროშით, ჰიმნითა და ეროვნული სიმბოლიკით.

მიუხედავად ამისა, UEFA-ს მიაჩნია, რომ სანამ პოლიტიკური სიტუაცია არ არის მოგვარებული, ბევრი ქვეყანა უარს იტყვის რუსული გუნდების წინააღმდეგ თამაშზე ან არ შეუშვებს მათ საკუთარ ტერიტორიაზე.

უკრაინაში რუსული აგრესიის გამო რუსეთი 2022 წლიდან ჩამოშორებულია უეფასა და ფიფას ტურნირებს. 

აქვე გეტყვით, რომ 2023 წელს უეფამ 17-წლამდე ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ რუსულ გუნდებს საერთაშორისო ტურნირებში დაბრუნების ნება დართო, მაგრამ მოგვიანებით გააუქმა ეს გადაწყვეტილება.


FACEBOOK კომენტარები