„მილანი“ აქტიურად ეძებს მეკარეს მაიკ მენიოს შესაძლო წასვლის გამო, ფრანგის კონტრაქტი სეზონის ბოლოს სრულდება და იტალიური კლუბი უკვე მზად არის მის შემცვლელად ახალი კარსის დარაჯი მოიყვანოს.
სწორედ ამ კონტექსტში „როსონერის“ ინტერესის ცენტრში „ლივერპულის“ ბრაზილიელი მეკარე, ალისონ ბეკერი აღმოჩნდა.
სატრანსფერო ექსპერტის, საშა ტავოლიერის ინფორმაციით, მილანელებმა უკვე დაამყარეს პირველი კონტაქტი ფეხბურთელის აგენტებთან და ტრანსფერის დახურვის სურვილი ჰქონდათ.
ტავოლიერის ცნობით, „ლივერპული“ მზად არის განიხილოს ალისონის შესაძლო გაშვება.
მიზეზად ბრაზილიელის ასაკი და კონტრაქტის პირობები სახელდება. მერსისაიდელები უფრო და უფრო ენდობიან გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც მიმდინარე სეზონში სტაბილური თამაში აჩვენა.
ამ სეზონში ალისონმა პრემიერ ლიგაში 10, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 3 მატჩი ჩაატარა და ჯამში 17 გოლი გაუშვა.
რაც შეეხება მამარდაშვილს — ქართველმა მეკარემ პრემიერლიგაში 5 და ჩემპიონთა ლიგაზე 4 შეხვედრა ჩაატარა და 15 გოლი გაუშვა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ